რეზონანსი
(02.08.2023)

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი, „ფეისბუკზე" წერს, რომ შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს გადაიხდის.

„გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად. ანონიმურობა დაცული იქნება სრულად", - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ცნობისთვის, 17 მარტს, დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტე სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს. გარდაცვლილი გოგოს დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი მოკლულია და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე