ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება "ახალი ტაქტიკით" დაიწყო - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძველი წევრები შემოიკრიბა. რას მოუტანს ენმ-ს ძველი წევრების დაბრუნება - ანალიტიკოსთა ვარაუდით, ეს პროცესი დადებითად არ აისახება პარტიის ელექტორატის მატების თვალსაზრისით.
ძველის წევრების დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ თავად პარტიის შიგნით. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "სტარტეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებას ხელოვნურს უწოდებს. მისი თქმით, ვაშაძისა და ხაბეიშვილის ერთობას არაფერი მოჰყვება, გარდა იმისა, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები სიის გარეთ დარჩებიან და სხვა პარტიის წარმომადგენლები შევლენ.
"ნაცმოძრაობას" "სტრატეგიის" მისვლა არაფერს მოუტანს, გარდა იმისა, რომ "ნაცმოძრაობის აქტივისტები სიის გარეთ დარჩება, სიაში მოხვდებიან სტარტეგიის წარმომდგენელები - მანჯაგალაძე, ჩიხლაძე, თაკო ჩარკიანი"- აცხადებს ხატია დაკანოიძე.
"ნაცმოძარობაში" დაბრუნებულ გიორგი ვაშაძეს 2024 წლის არჩევნებამდე უფრო დიდი გეგმები აქვს, იგი ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს და მზად არის ამ კაბინეტს სათავეში ჩაუდგეს.
"ოცნებაში" აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი "ნაცმოძრაობისთვის" და რომ შემდეგი 10 წლის განმავალობაში მმართველ პარტიას მოუწევს ქვეყნის მართვა.
"ვაშაძემ იცის, რომ რეალობაში კაბინეტს ვერასდროს შექმნის. საინტერესოა მინისტრები ვინ ეყოლება. ეს ადამიანები შორს არიან ევროპული სტანდარტებისგან, ვინაიდან აწამეს, დახოცეს ადამიანები და დღემდე ამ სისხლში აქვთ, მათ შორის ვაშაძეს, ხელი გასვრილი. რა ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა შექმნას, ისე თუ შექმნიან და საზოგადოებას გააცნობენ თავიანთ გეგმებს ყველა მიმართულებით, ურიგო არ იქნება"- აცხადებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი.
პარტია "ოცნების" დავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა", თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, საზოგადოებისთვის მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა.
"დღეს ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დაირქვან სხვადასხვა პარტია, გაერთიანდა ორი პარტია - "ნაცმოძრაობა" და ვაშაძე, სინამდვილეში ორივე "ნაცმოძრაობაა". დარჩა კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც რეალურად არის კოლექტიური "ნაცმოძარობა", იგივე "ლელო", იგივე გახარია. "ევროპული საქართველო", "გირჩი" და კიდე შეიძლება სხვებიც არიან. თუ ისინი გავლენ ერთიან სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება და განაჩენის გამოტანა კოლექტიური " ნაციონალური მოძრაობისთვის"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ჩაანაცვლებს, თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან, მათი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ყველას ლიდერობა და პრემიერ- მინისტრობა სურს, მაგრამ ამომრჩევლის დაინტერესებას ვერ ახერხებენ, მთელი პოლიტიკა დაპირისპირაბაზე აქვთ აგებული
ექსპერტი პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ში განხეთქილება, სწორედ საარჩევნო სიების შედგენის დროს მოხდეს.
" ნაცმოძრაობის" ბირთვული ამომრჩევლისთვის არც ხაბეიშვილი და არც ვაშაძე არცერთი არ არის ქარიზმატული ლიდერი. ამიტომ ყვირის ხაბეიშვილი ლაზიკას სააკაშვილთან ერთად ავაშენებო. ამით სიგნალს უგზავნის მიშას ამომრჩეველს - მე მიშას კაცი ვარ; მე და მიშა ერთად ვართო. ეს ლაზიკას აშენებს. ვაშაძე ჩრდილოვან კაბინგებს ქმნის, მაგრამ ვისზე შეჩერდება არჩევანი, ეს არც "ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტია და არც ვაშაძე- ხაბეიშვილის. ამას გადაწყვეტს კეზერაშვილი- მერაბიშვილი.
"რაც შეეხება საარჩევნო სიებს, შიგნით, სიების განაწილების დროს იქნება ბრძოლა და დაპირისპირება. თავის დროზე სიების საკითხს მართავდა მხოლოდ სააკაშვილი, დანარჩენები ემორჩილებოდნენ.
"2020 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომარად კიკაბიძე ჩაწერეს. "ნაციონალური მოძრაობა" რაიმე არსებით როლს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ შეასრულებს. პეფორმანსების მოწყობა, კიბეებზე გორიალი, პოლიციელების შეურაცხყოფა ეს რჩება" - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ "ნაცმოძრაობას" ვერანაირი გადაჯგუფება ვეღარ უშველის და განწირულია მარცხისთვის.
"გახსოვთ ვაშაძე აშშ-დან რომ დაბრუნდა, თქვა, რომ გადაწყვეტილია საქართველოში ხელისუფლება უნა შეიცვალოსო. მერე იყო 7-8 მარტის გამოსვლები, სადაც აქციის მონაწილეებმა ვაშაძე გამოაბუნძულეს. ამიტომ, ვინ ვის ჩაანაცვლებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე უბადრუკი და უსახური არარაობები არიან, ხაბეიშვილიც და ვაშაძეც; პოლიტიკური მასხარები;
"კონკურესი თუ გამოცხადდება საუკეთესო მასხარების გამოსავლენად, პირველობას არავის დაუთმობენ. ვაშაძეს და ხაბეიშვილს ხმას მისი ოჯახის წევრებიც არ აძლევენ, ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო ობრო ბუჯგუმ და ეს კაცი ფიქრობს პრემიერ-მინისტრობაზე. ძალიან კარგი გასართობი გველოდება შემოდგომაზე; გახვალისდებით ხაბეიშვილისა და ჭიჭიკო ვაშაძის ორთაბრძოლებით"- განაცხადა "რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე