რეზონანსი
(02.08.2023)

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ივლისის თვეში 48 გველი დაიჭირეს. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 80 გამოძახება შევიდა, საიდანაც 48 დადასტურდა, მათ შორის ერთი შხამიან გველზე.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: წყლის ანკარა – 16, ჩვეულებრივი ანკარა – 6, წითელმუცელა მცურავი – 7, წენგოსფერი მცურავი – 6, კატისთვალა – 1, გველხოკერა – 3, წყნარი ეირენისი – 5 გიურზა – 1, თითტიტველა გეკონი – 3.

იშხნელის ინფორმაციით, გასულ თქვეს ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე