რეზონანსი
(01.08.2023)

მოლოდინი იყო, რომ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა და ასეც არის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

„ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარი ასევე წარმატებული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. არ არის გამორიცხული გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდეს ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რომელიც უკვე ფაქტად გვაქვს დაფიქსირებული", - აცხადებს დუნდუა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე