რეზონანსი
(01.08.2023)

ქობულეთში, სოფელ კოხში დღეს დილით მერსედესის მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. მათ შორის, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, სამის კი, ექიმების განცხადებით, სტაბილური.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები კოხში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კი მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



