რეზონანსი
(01.08.2023)

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ურთიერთშელაპარაკებისას მამამთილმა სანადირო თოფით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე