რეზონანსი
(31.07.2023)

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა.
ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეები შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე გააცილეს.
ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე "ასტორია გრანდეს" ვებსაიტზე საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილებიდან ბათუმის პორტი ამოშლილია
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



