რეზონანსი
(31.07.2023)

"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ბათუმის პორტში შემოსული რუსული საკრუიზო ლაინერის გამო გამართულ აქციას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს სიყალბესთან. ვოლსკის თქმით, "ქაჯობა" ყველაზე მსუბუქი შეფასებაა.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.

რუსებმა ლაინერი დატოვეს, ისინი პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე