რეზონანსი
(31.07.2023)

არც გემის მფლობელი და არც გემი სანქციების ქვეშ არ იმყოფება. ეს ერთი. მკაფიო არის, რომ ჩვენ ეს დავიცვათ. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებსა და პოლიტიკაში. თანმიმდევრულობა ნიშნავს, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს. ლევან დავითაშვილმა აქციას პოლიტიზებული უწოდა.

„ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე, რომლებიც ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ (და ეს არის სუფთა პოლიტიზებული აქცია), სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ისინი ახერხებენ დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში და ხელი შეუშალონ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, ზოგადად, სტაბილურობის უზრუნველყოფას", - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე