რეზონანსი
(31.07.2023)

მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მან საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს სტრატეგიული ურთიერთობა მოიცავს, მათ შორის ვაჭრობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის. მათ შორის არის მეტი სატრანსპორტო თუ ლოჯისტიკური ურთიერთობების მეტ დატვირთვას. ბუნებრივია, ეს დამატებით ფინანსურ რესურს მისცემს ჩვენს ქვეყანას", - მიიჩნევს ზარქუა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

დღეს კი გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე