რეზონანსი
(31.07.2023)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 მონაწილე დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირია დაკავებული.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", -განაცხადეს შსს-ში.

 ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განტყობილი აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეთა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე პოლიციელია მობილიზებული, მოწყობილია რკინის ჯებირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე