რეზონანსი
(31.07.2023)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აგვისტოს მოსალოდნელ ამინდზე წერს:

“აგვისტო საქართველოში იქნება ნორმაზე ცხელი!

თვის განმავლობაში, ძირითადად, მზიანი ამინდი იქნება, როგორც სანაპიროზე, ასევე დაბლობსა და ბარში, მთასა და მაღალმთაში.

ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი და ცალკეულ დღეებში ზოგან +41 გრადუსს მიაღწევს.

ასე რომ, შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი დასვენების დღეები თვის განმავლობაში თამამად!

ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ… ბევრი კარგი მოგონება დაგრჩეთ!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე