რეზონანსი
(30.07.2023)

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც რეგიონული გამოცემა აჭარა NEWS წერს, ერთ-ერთ ავტომობილში ტურისტთა ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით კი შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე