რეზონანსი
(30.07.2023)

გასულ ღამეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, აფეთქება ბიზნესცენტრ „მოსკოვ-სიტიში" მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით,, „მოსკოვი-სიტიში" ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა და სამივეს ჩამოგდება შეძლეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



