
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.
ანჯაფარიძის თქმით, დარჩიაშვილის მოსაზრება, რომ "სტრასბურგის სასამართლოს ვერ აუხსნი მიზეზებს თუ რატომ მოკლეს შავაძე, მისი გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და სასამართლო ყორღანაშვილსაც დაიცავდა", სწრაფ დეგრადაციაზე მეტყველებს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამგვარი განცხადებები ადასტურებს, რომ მსგავსი „მორალის" მქონე ადამიანები, ქართული საზოგადოებისთვის უცხო სხეულები არიან.
„ფეისბუქში ბევრი ატრიალებს ნაცების ექსდეპუტატის, ახლა კი ილიაუნის პროფესორის დავით დარჩიაშვილის ამაზრზენ სტატუსს როინ შავაძეზე. მე განზრახ არ გავაზიარებ. დედაარსი ასეთია: იმსახურებდა მოკვლასო.
მოკლედ, მთელი ამ შემადგენლობის სწრაფი დეგრადაცია მიდის. მათი „მორალი" სრულიად განსხვავებულია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მორალისგან და ასე მგონია მართლა რაღაც უცხო სხეულები არიან ჩვენს გარემოში", - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
„შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი", - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



