
ვფიქრობ რომ ეს ვიზიტი, ეს უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექნება და ჰქონდა უკვე ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ ჩინურ ურთიერთობებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული უკვე რამდენიმე წელია. ეს შეთანხმება მოქმედებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაიდგას კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ზოგადად ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში ახალ სიმაღლეზე ავიდეს", - განამარტა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



