რეზონანსი
(30.07.2023)

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული, ნათია ამარიანია. ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა.
„მეხუთეში, კარფურის წინ პამპერსების მაღაზია რომ ლუდის გვერდზე, იქ იყიდა პამპერსებში რაღაცები ამ საწყალმა გოგომ. მანქანა ეყენა ეზოში, ხილ ბოსტანი რომ არის, მანდ. გამოვიდა და უნდა ჩამჯდარიყო მანქანაში, შემოფრინდა ავადმყოფი და დაეჯახა, ფეხები მოწყვიტა ამ გოგოს და ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ბავშვზე იყო ორსულად. წლინახევრის ჰყავს პირველი შვილი“ - წერენ თვითმხილველები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


