მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დიდი დაპირისპირება გრეძელდება - ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავჯდომარესა და პარტიის წევრ გიორგი ბარამიძეს შორის. სიტუაცია გაამწვავა ნიკა მელიას რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუმ და ფეისბუქპოსტმა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე პარტიაში არსებულ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს. მელია ასევე აკრიტიკებს და ბრალს სდებს ფაქტების დამახინჯებაში თანაპარტიელ გია ბარამიძეს. მას პოლიტიკური კორუფციის ჭაობად ქცეულ და პროგრესის მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს და უპრინციპობაში ადანაშაულებს.
"სამწუხაროა გია ბარამიძის დეგრადაციის ყურება. როგორ შეიძლება ხუნდებოდეს პრინციპები და იდეალები. სამარცხვინოა, როგორ იქცა გია ბარამიძე იმად, რასაც ებრძოდა, რატომ დატოვა "მოქალაქეთა კავშირი", რომ 20 წლის შემდეგ პოლიტიკური კორუფციის ჭაობად და პროგრესის მოწინააღმდეგედ ქცეულიყო.
"ოცნებისთვის" საოცნებო ოპოზიცია გახდით. ამ ტემპით "ოცნებასაც" კოალიციას შეუკრავთ და პარლამენტსაც გაუპრავებთ. პირატების გემით მოდიხართ, შავი დროშით, ჩონჩხი რომ ახატია ზედ"- ასე აფასებს ნიკა მელია მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ ვითარებას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებისკენ და საკუთარი პარტიის შექმნისკენ მოუწოდებს.
"ძმაო ოჯახს კი ნუ დაანგრევ და კი ნუ დალეწავ იქაურობას, აქ თუ არ ვიქნები წყალსაც წაუღიაო, გადადი სხვა მიწაზე. მოვუწოდებ, რომ წავიდეს, თუ აღარ შესტკივა გული, თავის ოჯახი ააშენოს. ახლა რომ ლაპარაკობს კეზერაშვილი მიუღებელიაო, ახლა გახდა კეზერაშვილი მიუღებელი. ბარამიძის გაგდებაზე ყაბულს რომ იყავი. შენ დააწესე ეს წითელი ხაზი, როდის არის კეზერაშვილი მისაღები და როდის არა"- პასუხობს ყოფილ თავმჯდომარეს გია ბარაძმიძე და არც იმას მალავს, რომ ყოფილი თავდაცის მინისტრს პარტიაში ძალაუფლება აქვს და ამისთვის ფინანსურ რესურსს ხარჯავს. "ადამიანი ამდენ რესურსს ხარჯავს, თავის თანახას, თავის დროს, იმისთვის, რომ საქართველოს მოშორდეს პუტინისტური რეჟიმი"- აცხადებს გია ბარამიძე.
"ნაცმოძრაობაში" არესებულ დაპირისპირებას და ბარამიძე- მელიას პოლემიკას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში.
მელიას გუნდში არ უკვირთ წასვლაზე რიტორიკა. "წასვლაზე რიტორიკა პირველივე დღიდანვე მესმის, როდესაც თავმჯდომარის არჩევნები მიდიოდა. ისიც მესმის, რომ ბევრი ადამიანი ამით დიდ კომფორტში იქნება"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.
"სტარტგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეების პოლიტიკურ ისტორიას ახსენებს და ურჩევს, რომ წყენა დაივიწყოს.
"ნიკა მელია კი არა, საქალაქო საბჭოში ილია ჭავჭავაძე ორჯერ არ აირჩიეს. ივანე ჯავახიშვილი- პირველი რესპუბლიკის პარლამენტში. აკაკი წერეთელს მეღვინე ხუსკივაძემ მოუგო და ინგლისის გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი გადაირჩიეს"- ამბობს "ნაცმოძარობაში" დაბრუნებული პაატა მანჯალაძე.
მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შექმნილ კონფლიქტს აფასებს. მისი თქმით, პარტიას სამი პლიუს სამი მართავს. სამი ფორმალური და სამი არაფორმალური მმართველი. ფორმალური მმართველები არიან: ხაბეიშვილი, ვაშაძე და მელია. არაფორმალური კი: კეზერაშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი.
"მელიას პარტიიდან გაგდება დაუპირეს. ცოტა ხანი მოითმინა და მერე თქვა რომ ავლაპარაკდებიო. ახლა ალაპარაკდა კიდეც, დაპირისპირების მიზეზებზე, რომ პარტიაში ფულს ვერ ინაწილებენ და ძალაუფლებას. ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაში პოსტებს როგორ გაინაწილებს, ხომ წარმოგიდგენიათ"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
"ოცნებაში" გია ბარამიძის განცხადება სხვაგავრად წაიკითხეს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკის შეფასებით, ბარამიძის განცხადება იმას ნიშნავს, რომ პარტიაში სააკაშვილის ფრთის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, ან დაიწყება და ამ ახალი ფორმაციის ლიდერად ბარამიძე და გვარმია მოიაზრებიან.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მელია პარტიიდან გარიცხონ მაგრამ ამ სცენარით მოვლენების განვითარება მელიას უნდა აწყობდეს.
"ყრილობის შემდეგ მელიასა და მისი მხარდამჭერების იგნორირება რომ ხდება, ეს ფაქტია. ნაცმოძრაობის ახალი მმართველობა ცდილობს რომ მელია ისეთ იზოლაციაში მოახვედრონ, რომ თავად დატოვოს პარტია. ისინი არ ელოდებოდნენ, რომ მელია პირდაპირ ეთერთში ასე ილაპარკებდა, რაც შეიძლება მელიასთვის მომგებიანი არ იყო, მაგრამ მელიას ნათქვამი იყო დამანგრეველი ნაცმოძრაობაისთვის და მისი ამომრჩევლისთვის.
"თუ მელიას პარტიიდან გარიცხავენ, კი ბატონო, მელია დღეს მუშაობს იმაზე, რომ პარტიიდან გასვლის შემთხვევაში ელექტორატის დიდი ნაწილი წაიღოს. თუ "ნაცმოძრაობაში" ცვლილებები მოხდა, ვთქვათ, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, კოალიცია დაიშალა, ცუდ დღეში ჩავარდება "სტარტეგია აღმაშენებელი". ამ შემთხვევაში, ვაშაძეს შეუძლია მშვიდად აღარ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ მელიამ სწორი პოლიტიკა აირჩია.
"სააკაშვილს აფრთხობდა და ტვინს უბურღავდა ის, რომ მელია თავმჯდომარედ მისი ნების წინააღმდეგ აირჩიეს, ეს დარტყმა იყო სააკაშვილისთვის. მეორე დარტყმა იყო, ის როცა მელია დაიჭირეს, მისი დაპატიმრება მსოფლიომ აჩვენა. ანუ, საინფორმაციო ველზე სააკაშვილი მელიამ გადაფარა.
"მაშინ თქვა სააკაშვილმა, რომ მელია ამოეშალა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მელია და არც მაინტერესებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მელიამ სწორი პოლიტიკა აირჩია. ის ამბობს, რომ სწორედ ის არის ნამდვილი "ნაციონალი", მან არ უღალატა პრინციპებს.
"ისინი კი, ვინც დაეუფლა პარტიას "კეზერაშვილი და კომპანია" არიან მოღალატეები. მელიას არ აწყობს, რომ თავად დატოვოს პარტია, რადგან იქ არის გარკვეული ბაზა ამომრჩევლის. პარტიას აქვს დიდი დაფინანსება, პარტია არის ბრენდი. მელიას აწყობს რომ გარიცხონ პარტიიდან" - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე