„ამომრჩევლები არჩევნებზე ბეჯითად აძლევენ ხმას „ოცნებას" იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება არ უნდათ"
ნაზი ბერიძე
(27.07.2023)

წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური კოალიციების მოლოდინში საზოგადოება ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განცხადებებს დიდი ხანია ისმენს ორპოლუსიანობის დასრულებაზე და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე 2024 წლის არჩევნებისთვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეზონანსს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი მყარი ხმები აქვს, უფრო მიშასთან დაკავშირებული ხმები, მელიას გასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან" არანაირ გავლენას არ მოახდენს, იმიტომ, რომ სავარაუდოა, რომ, ვინც მელიას უჭერს მხარს, ის ხაბეიშვილს აღარ დაუჭერს და ამჯობინებს სახლში დარჩენას, ვიდრე ხაბეიშვილის გამყარებას. რაც შეეხება კეზერაშვილი-მერაბიშვილის დუეტს, არ ვიცი როგორ მოიქცევიან. ჯერ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორი სურათი შეიქმნება წინასაარჩევნოდ.

„დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ძალიან დაბლაა დაწეული, ძალიან უინტერესო გახდა. რომელი პარტიები დარჩებიან მარტო, არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცი რომლები შემოვლენ. „ქართულმა ოცნებამ" თავის ერთადერთ ალტერნატივად სცადა რომ დაეყენებინა „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც აშკარად მიუღებელია მოსახლეობისთვის, რაც აჩვენა 2012 წლის არჩევნებმა.

„ამიტომ, მოსაზრებას, რომ თუ არ გენდომება „ოცნება", მოვა ისევ „ნაციონალური მოძრაობა" ამყარებს კიდევ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველა არჩევნებზე იძახის მოვდივარ და ხელისუფ;ლება უნდა ავიღოო. შესაბამისად, ამომრჩევლები არჩევნებზე ბეჯითად აძლევენ ხმას „ოცნებას" იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება არ უნდათ"-განაცხადა „რეზონანსთან" საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე