რეზონანსი
(24.07.2023)

ვის ვიხილავთ "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობაში, ჯერჯერობით, უცნობია. ოპოზიციური პარტიები ერთიანობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ რომ მათი ხედვები "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავდება. გარდამტეხი ცვლილებებისთვის და ორპოლუსიანობის დასრულებისთვის კოლეგებს ალტერნატიული მოძრაობის შექმნას სთავაზობს "ლელო".

"ნაციონალური მოძრაობა" ზუსტად იმავენაირად წითელი ხაზია, როგორც "ქართული ოცნება". ამიტომ, "ლელო" მოუწოდებს ყველა თავისუფალ პოლიტიკოსს და იმ პარტიებს,რომელიც ამ ორ პოლუსს შორის არ ჯგუფდება, რომ გამარჯვებისთვის, გარდატეხისთვის და რეალური ცვლილებებისთვის ამ ქვეყანაში დავიწყოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირება,"- აცხადებს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი.

კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პარტიებთან გაერთიანებას "გირჩი".

"კიდევ უფრო დიდი გაერთიანება უნდა ვნახო, რომ ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული პარტია არის, ყველა "ნაციონალურ მოძრაობაში" შევიდეს. "ლელოც" რომ შევიდეს უკეთესი იქნება, რადგან მეტი ფული ექნებათ, უფრო წარმატებულები იქნებიან და, საბოლოო ჯამში, არ მოგვიწევს გარჩევა სად არის ნაცი და სად არაა ნაცი, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ იქნება. ჩვენ კი, ბუნებრივია, არცერთ გაერთიანებაში არ შევალთ, მაგრამ ვგულშემატკივრობთ, რომ სწრაფად და ეფექტიანად გაერთიანდნენ,"- აცხადებს "გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე