რეზონანსი
(22.07.2023)

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პეტერბურგში ჩავიდა, სადაც მას კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის და ბელარუსის ლიდერები შეხვედრაზე განიხილავენ უსაფრთხოების, საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობას, სამოკავშირეო პროგრამების განხორციელებას, ასევე „უკანონო სასანქციო ზეწოლისთვის ერთობლივ წინააღმდეგობას".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



