რეზონანსი
(22.07.2023)

ჯერ კიდევ ძალიან ადრეა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატებაზე საუბარი, თუმცა, როცა უკრაინა შეიარაღებულ ძალებს სრულად განათავსებს, ეს მოიტანს ფრონტზე ცვლილებებს- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

"ჩვენ დასაწყისიდან ვამბობდით, რომ ეს რთული იქნებოდა. თქვენ გაგონილი გექნებათ და ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ რუსები სერიოზულად მოემზადნენ და გაამაგრეს თავდაცვის ხაზი. უკრაინელები მას არღვევენ", - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თანახმად, უკრაინელებს, რომლებმაც გაათავისუფლეს რუსეთის მიერ ომის დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიები, "უკვე ყველაფერი აქვთ წარმატებისთვის, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი მიწის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მომავლისა და საკუთარი თავისუფლებისთვის".

"როდესაც ისინი განლაგდებიან და დაიწყებენ მოქმედებას, ყველა ძალა, რომელიც გაწვრთნილი იყო ბოლო თვეებში, აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ და 50-მდე ქვეყანამ მივაწოდეთ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და გამოიწვევს ცვლილებებს", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე