რეზონანსი
(22.07.2023)

საქართველოს აქვს სერიოზული წინსვლა, ეკონომიკა საგრძნობლად იზრდება, ადგილი აქვს საბიუჯეტო შემოსავლების მატებას, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ „ქრონიკაში" განაცხადა. ამით ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.
„5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 21%-ით არის გაზრდილი და მარტო ამ 5 თვის მონაცემები 2013 წლის მთლიან საბიუჯეტო შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, ადგილი აქვს ფინანსური ნაკადების გაძლიერებას", - განაცხადა არჩვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



