რეზონანსი
(22.07.2023)

მაჩვენებლები, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყნდება, სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრესის ამსახველია და ეს ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ საქართველოზე ბოლო პერიოდში გაკეთებული მონაცემები.

„სასიკეთო ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დღის წესრიგში დგას, ეს არის მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღარიბის, უმუშევრობის დაძლევა. ბუნებრივია, ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, ეს კარგი ამბავია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ქვეყანაში პირობების გაუმჯობესებას ელოდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვისა და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით, ვირტუალურ ფორმატში საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ მაისში ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას, კი ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე