რეზონანსი
(22.07.2023)

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას არავის დასანქცირების ინტერესი არ აქვს.
„აბა პენსიონერები გააჩერეთ და ჰკითხეთ თუ აინტერესებთ FARA და სიგიჟეები. თუ ვინმე ვინმეს დასანქცირებას ითხოვს, ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ითხოვს ბიძინა ივანიშვილის და რუსული მთავრობის დასანქცირებას", - აცხადებს ხაბეიშვილი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



