რეზონანსი
(21.07.2023)

ტრანსანციონალური ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებს შორის ორი მოქმედი ადვოკატია. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებულია მანუჩარ ზოიძე და ასლან ფუტკარაძე. ორივე მათგანი ბათუმში დააკავეს.

პროკურატურამ და შსს-მ ერთობლივი ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოვლენილია ნარკოტიკებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა, რაშიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩართული იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. საქმეზე ბრალდებულია სულ 22 პირი.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე