რეზონანსი
(19.07.2023)

სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

„ჩვენ უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და მათ ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე