რეზონანსი
(19.07.2023)

„მინდა კითხვა დავსვა საჯაროდ - ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს სააკაშვილის თემით დაინტერესება, რომ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროზე წინასწარ იყო ინფორმირებული. როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, კონტეინერთ შემოიპარა, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეგაირება? არათუ გამოძიება არ დაიწყეს, დღემდე სააკაშვილი იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები მრჩეველია უკრაინის პრეზიდენტის. ასევე კიდევე ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს: ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო ამ გამოგზავნის ოპერაციაში, კონტრაბანდული გზით რომ შემოაპარეს, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ, მას შემდეგ რაც უკრაინულ მხარეს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, მათ შორის მძღოლის აღიარება, რომელმაც უშუალოდ განახორციელა „გადაზიდვ"ა სააკაშვილის, რომ იგი იღებდა ინსტრუქციას ლორთქიფანიძისგან. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.

გავყვეთ ქრონოლოგიურად: ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი: ეს იყო საქართველო, მაშინ როდესაც რიგი ქვეყნები პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, უფრო მეტიც ამ ქვეყნებში დღემდე ჰყავთ ელჩი. ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში. მთავარი ორგანო, რომელმაც დაადგინა ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე, ეს არის სტრასბურგის სასამართლო და არა სააკაშვილის მიერ კორუმპირებული, მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი თუ უკრაინის რადას წევრი", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე