რეზონანსი
(19.07.2023)

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. 

სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კილომეტრი. იგი თბილისის დროით 06:38 საათზე მოხდა. 

რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ მიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო, სიღრმე 5 კილომეტრი და იგი 08:54-ზე დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე