რეზონანსი
(18.07.2023)

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Qartli.ge ავრცელებს

შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

"სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო", - ამბობს გამოცემასთან თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე