რეზონანსი
(17.07.2023)

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს.- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

მედიასაშუალების ცნობით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

„ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა", - წერს პოლონური მედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე