რეზონანსი
(15.07.2023)

ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, როგორ უნდა მოიქცეს. წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება?, - ამის შესახებ „ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„დაირღვა ის, რომ არალეგალურად და არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა. ამისთვის აუცილებელია პაციენტის ოფიციალური თანხმობა, ასევე პენიტენციური სამსახურისა და კლინიკის თანხმობა", - განაცხადა ჩხაიძემ „ქრონიკასთან" სატელეფონო ინტერვიუში,

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე