
გახსოვთ, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები, მართალია, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეებში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობაა, რაც, უბრალოდ, არასწორია. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი. ამას ვპირდებით ყველას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



