
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს და ვის რამდენი წელი მიუსაჯოს.
იგი მართლმსაჯულებაზე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ვიდეოზე ასახული ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს და პასუხისგებაში მიეცეს.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ელჩის ფუნქცია, რომ მითითებებს აძლევდეს შს სამინისტროს სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ - არა. ამისთვის არსებობს ჩვენი შესაბამისი უწყებები, რომლებიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ.
სამწუხაროდ, მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეორდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს არ წარმოადგენს დიპლომატიური მისიის ფუნქციას, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ასე შემდეგ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



