რეზონანსი
(15.07.2023)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, მდინარე ლიახვში 10 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ იყო ჩასული.

„მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, როგორ და რანაირად, არ ვიცი", - განაცხადა „qartli.ge"-სთან მერის წარმომადგენელმა ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ გოგინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე