
კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
“პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა "ვივამედის" ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე, წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტურიმიზნებისთვის, ვერ გეტყვით”, - დაწერა ნადირაძემ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით კი კომენტარში განმარტა:
“ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



