რეზონანსი
(13.07.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ქართლში.  ბოლნისი-დმანისის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა. 

სააგენტო 24News.ge-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ჯგუფები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე