
ნატოს სამიტის ირგვლივ იყო ყალბი მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომლის სცენარის მიხედვით საზოგადოების ფრუსტრირება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „ქრონიკასთან" განაცხადა.
„რაოდენ სიმბოლურია, რომ დღეს მე მიწევს „იმედის" ეთერში კომენტარის გაკეთება ნატოს შესახებ - მე ახლაც ვარ ნატოში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ერთ-ერთი წევრი და წარმომადგენელი და პრაქტიკულად 2016 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფოს ყველანაირ აქტივობაზე, ჩვენი სტრუქტურების პულსზე ხელი მიდევს. იმაზე პროდასავლური ნაბიჯი არცერთი ხელისუფლების ხელში არ მომხდარა, როდესაც კონსტიტუციაში აისახა ჩვენი პროდასავლური, პროევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები. შემდეგ, 2017 წელს ჩატარდა შეიძლება ითქვას ყველაზე გრანდიოზული ღონისძიება - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეკრება თბილისში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეასრულა მაგალითად მშპ-სთან მიმართებით 2%-იანი ვალდებულება, რომელსაც ის მიმართავდა ნატოსთან თავსებადობის და ზოგადად ჯარის მშენებლობის განვითარების მიმართულებით.
ბუქარესტის სამიტზე განგვიცხადეს, რომ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი და ჩვენ მოგვიხდა ისე, რომ ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ მოჰყვა. მას შემდეგ ვუყურებთ უკრაინის მაგალითს, მეტი რა უნდა ქნას უკრაინამ? ეს ადამიები მართლაც წარმოუდგენლად ვაჟკაცურად იბრძვიან, მაგრამ რა მიიღეს საპასუხოდ?", - განაცხადა ოდიშარიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



