
„ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთიდან მოწვეული ორი ექიმი იმყოფება.
„პოლონეთიდან მოწვეული ექიმები ამჟამად ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან და გასინჯვის მიზნით პაციენტთან გასაუბრებაზე არიან შესული. ვიცი, რომ კოლეგები უნდა ჩართულიყვნენ კონსულტაციებში - ამას მივესალმებით. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს კოლეგების აზრი. დღეისთვის ახლა კლინიკაში შემოსულია ორი ექიმი სპეციალისტი, რომელთაგანაც ერთი შინაგანი მედიცინის სპეციალისტია და მეორე - ნეიროქირურგი.
კვების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რაოდენობრივად საკვების მიღება გააუმჯობესა. რა თქმა უნდა, მისთვის სასურველ საკვებს იღებს, რაოდენობრივადაც მოიმატა, თუმცა ჩვენი ნუტრიციოლოგის რეკომენდაცია სრულად მაინც არ სრულდება", - განაცხადა ჩხაიძემ.
კლინიკა „ვივამედში" პოლონელი ექიმები შევიდნენ. 5 პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილს შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



