რეზონანსი
(12.07.2023)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ახალ მუხტს მისცემს. ილია დარჩიაშვილის თქმით, სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა მყარად იყო მხარდაჭერილი.

„ვფიქრობ, ნატოს სამიტი ძალიან შედეგიანი იყო, ძალიან ბევრი განზომილების თვალსაზრისით. ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით ჩანაწერი აუცილებლად მოიტანს ახალ მუხტს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ რომ ძალიან მკვეთრად და ცალსახად გაუმჯობესდა ნარატივი საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული საქართველოს ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ძალიან მყარად იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილი. რა თქმა უნდა, ეს გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ნატოსთან", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე