რეზონანსი
(12.07.2023)

მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე დღეს სამებაში პეტრე-პავლობის წირვაზე გამოჩნდა და ამის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით.

"გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას, ღმერთის შეწევნით ვარ უფრო კარგად. ალბათ უნდა ჩატარდეს ხელმეორე კვლევები, ექიმები გვირჩევენ. იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ". - ამბობს მეუფე შიო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე