რეზონანსი
(12.07.2023)

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად მის მიერ პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა სახელდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავად არ მიუმართავს.

„რეგლამენტის მიხედვით, თუ ერთი სესიის განმავლობაში გაცდენების რაოდენობა სესიის ნახევარზე მეტს შეადგენს, ამ საკითხის განხილვა ხდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სექტემბერში მოხდება. სხდომებზე არ დადიოდა, თავად განცხადებით არ მოუმართავს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს საკითხზე 14 ივლისს იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე