რეზონანსი
(12.07.2023)

ვილნიუსში, სამიტის პირველ დღეს მიღებულ კომუნიკესთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ გამართლებული იქნებოდა ნატოს მხრიდან კიდევ უფრო სერიოზული განაცხადების გაკეთება თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით როგორც საქართველოს, ისე უკრაინასთან მიმართებაში და ამბობენ, რომ თუ საჭიროა რაიმე დამატებითი რეფორმები - საქართველო ამისთვის მზად არის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუკი რაიმე რეფორმის განხორციელება იქნება საჭირო, ქართული მხარე ამისთვის მზად არის. 

"რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად, დარჩა ეს მოცემულობა. რა თქმა უნდა, ტექსტი მეტია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ხარისხობრივად რაიმე არსებითი განსხვავება საქართველოს და უკრაინის ახალ მდგომარეობას შორის არ არის. თუ რაიმე რეფორმა არის დამატებით განსახორციელებელი, ამაზეც მზად ვართ. ეს ყველაფერი არის კონსულტაციების საკითხი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე