რეზონანსი
(11.07.2023)

"ცივი ომის" შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, „უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში მოკავშირეებმა საკვანძო გადაწყვეტილებები" მიიღეს.

„შევთანხმდით პაკეტზე უკრაინის გასაძლიერებლად და ნატო-სკენ ნათელი გზის მისაცემად. ასევე, "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს მტკიცე ვალდებულებები მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ თავდაცვაში", - წერს სტოლტენბერგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე