რეზონანსი
(11.07.2023)

უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მომხდარის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე