რეზონანსი
(11.07.2023)

დღეს ბევრ გადაწყვეტილებას მივიღებთ კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის. გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ უფრო დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან.
„ასევე გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის იქნება ახალი გეგმები და ძალები ევროატლანტიკური ზონის თავდაცვისთვის. ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვის უფრო ამბიციურ ინვესტიციებზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



