რეზონანსი
(11.07.2023)

დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში  ისარგებლონ Visa  კონსიერჟის  და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.

ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:

კონცეპტ 360-ის  უპირატესობები;

ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;

ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;

ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;

მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;

საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;

Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;

თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;

კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;

FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;

ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;

ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;

ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება  შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე