რეზონანსი
(10.07.2023)

ავარია ჩაქვის გვირაბში - ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, 3 მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 1 პირი მედცენტრში მოათავსეს, ერთმა კი კლინიკაში მკურნალობაში უარი განაცხადა. დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმა აღენიშნებოდათ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. რა მუხლით დაიწყო გამოძიება? შსს-სგან პასუხს ველოდებით.
წყარო: TV 25
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



