
ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებიდან 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გამართლდა.
სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ვალერი გობეჯიშვილი. პატიმრობა შეეფარდათ:
"გრინსერვისის" დირექტორს ლაშა ფურცვანიძეს - 6 წელი;
ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს - 4 წელი;
"მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და "მშენ-ექსპერტის" ექსპერტ დავით თუშიშვილს - 3 წლითა და 6 თვით;
შპს "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელ ლაშა ჭიღიტაშვილს, "გრინსერვისი+"-ის თანამშრომელ დევი კახოიძეს, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილსა და შპს "გრინსერვის+-ის" საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიანს - 3 წლით.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



