რეზონანსი
(10.07.2023)

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთში თურქი და უზბეკი მოქალაქეების გადაყვანა სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



